logo
ENG



საზოგადოებრივ მაუწყებელზე "პარლამენტის არხი" იფუნქციონირებს

18 სექ 202316:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/ek52xeyv4oh7fra.png


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველოს პარლამენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, არხზე დღეიდან საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლირება მოხდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ პარლამენტის არხის ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას უსასყიდლოდ განახორციელებენ. 

"საქართველოს პარლამენტი ღიაობითა და გამჭვირვალობით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო საკანონმდებლო ორგანოებს შორის, რაც არაერთხელაა აღიარებული ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ. დღეს, საპარლამენტო არხის გახსნით, პარლამენტის საქმიანობაზე პირდაპირი საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო უმჯობესდება. პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეძლონ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პერიპეტიებში გარკვევა და სათანადო დასკვნების უშუალო დაკვირვებით გამოტანა. იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი არხი წვლილს შეიტანს პოლარიზაციის შემცირებაში, ვინაიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს კი არ მიენდონ, არამედ საკუთარი თვალითა და ინტუიციით შეაფასონ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების პოზიციები, სიტყვა და საქმე", - თქვა პაპუაშვილმა.


close დახურვა